ნოვრუზ ბაირამი

                                      



ნოვრუზი ირანული კალენდრის პირველი დღეა, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას – დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. გარდა ამისა, სპარსულ და ტაჯიკურ ენებზე სიტყვა “ნოვრუზი”, ანუ “ნავრუზი” “ახალ დღეს” ნიშნავს. ის პირველად ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში, ახემენიდების მმართველობის პერიოდში მოიხსენიება. ამ დღეს მეფისთვის ყველაზე ძვირფას შესაწირავს იღებდნენ. ტრადიციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა, თუმცა გაზაფხულის პირველ დღეებში დღესასწაულს დღესაც დიდებულად აღნიშნავენ.

                                               სამშაბათები

სუ ჩერშენბე ახშამი წყლის სამშაბათია. ამ დღეს წყლის განახლება ხდება. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ადამიანები მდინარეებსა და წყაროებზე დილით ადრე მიდიოდნენ, სვამდნენ წყალს, იბანდნენ და ერთმანეთს ასხამდნენ. მათი რწმენით, სწორედ ამ დღეს ახლდება წყალი და ვინც მას შეეხებოდა, ყველა სურვილი შეუსრულდებოდა.

ერთი კვირის შემდეგ დგება ოდლუ ჩერშენბე ახშამი, ანუ ცეცხლის სამშაბათი. ცეცხლი განასახიერებს მზეს, ის სითბოს ნიშნავს და საერთოდაც, ნოვრუზის სიმბოლოა. ამ დღეს ანთებენ კოცონს, რომელიც აუცილებლად ბავშვმა უნდა აანთოს. მათი რწმენით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია იგი წმინდა და მასზე სამჯერ, ან შვიდჯერ ხტებიან. ამას განკურნების, სულისა და სხეულის განწმენდის მიზნით აკეთებენ. სჯერათ, რომ ცეცხლი ყველაფერს ცუდსა და არასასურველს გაანადგურებს. ცეცხლის სამშაბათის ღამეს ოჯახებში იმდენი სანთელი ინთება, რამდენი წევრიც ცხოვრობს. გარდა ამისა, ახალგაზრდები მთებში მიდიან, ცეცხლს ანთებენ და მზის ამოსვლამდე მხიარულობენ: მუსიკა, ცეკვები, სიმღერები, სადღესასწაულო “პიკნიკი”. ამას მზესთან შეხვედრა ჰქვია.

 ქარის გამოცოცხლების დღესასწაულია. ქარი, როგორც შემოქმედებითი ენერგია, ხეებს ნიადაგის გაღვივებაში, ხოლო ყვავილებს დამტვერვაში ეხმარება. ქარი მთელს ამ ენერგიას ატმოსფეროში ფანტავს. ეს არის ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მხიარულების, განახლებისა და გამოღვიძების ატმოსფერო. ამ დღეს სხვაგვარად, ახირ ჩერშენბე ახშამს – ზამთრის ბოლო სამშაბათს უწოდებენ. ამ დროს გოგონები მკითხაობენ. თუ სურთ, რომ მომავალი მეუღლე დაესიზმროთ, მიირთმევენ ვაშლს, ბალიშის ქვეშ 10 კურკას დებენ და იძინებენ. სუფრაზე კი სხვადასხვაგვარი ფლავი, ტკბილეული, ჯეჯილი, ქლიავისა და გარგარის ჩირი, შეღებილი კვერცხები, თხილი და სანთლებია.
ტორპაგ ჩერშენბე ახშამი – დედამიწის განახლების სამშაბათია. დედამიწა სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და თანასწორობის სიმბოლოა. ამ დღეს, თეფშზე ერთ მუჭა ხორბალს თესავენ. მწვანე ჯეჯილი ბუნების გამოღვიძებას, სიუხვესა და კეთილდღეობას ნიშნავს. გარდა ამისა, ეს არის ახალი თაობის გაძლიერების, იმედებისა და ზნეობრიობის სიმბოლო. ხის დარგვა – კეთილი საქმეა, განსაკუთრებით, თუ თუთა, ლეღვი და წაბლი ირგვება. მიწათმოქმედები ამ დღეს ყველას ტკბილეულით, მარცვლეულითა და ხილით უმასპინძლდებიან, რომლებიც ოქროს “ხონჩებშია” მოთავსებული.


ჯეჯილის მნიშვნელობა არის გაზაფხულის მოსვლა და ბარაქათის სიმვოლოა.
     ორნაირი ჯეჯლი არსებობს:

  • სიმინდის ჯეჯლი
  • ხორბლის ჯეჯლი

                                                      ადათ წესები 

  • კარის მოსმენა
  • წყალში ბეჯედის  ჩაგდება
  •   მარილიანი პური
  • კოცონზე გადახდომა
  • კვერცხის კაჩახუნება
  • ქუდის სროლა
                                 


ნოვრუზ ბაირამის ტრატიციული კერძები:
  • პლავი
  • ტოლმა
  • დოვღა 

ტრატიციული ტკბილეულბი:


  • შაქარბურა


  • ფახლავა


  • გოღალი


  • ბადამბურა


Comments